ბათუმის მუნიციპალური სერვისების სააგენტოს ახალი სერვისცენტრი გაიხსნა. ის ბაგრატიონის პირველი ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას მოემსახურება. სერვისცენტრის მიზანი ბიუროკრატიული ბარიერების შემცირება და სწრაფი ხელმისაწვდომი მომსახურების მიწოდებაა, მოსახლეობა ერთი ფანჯრის პრინციპით მუნიციპალიტეტთან დაკავშირებულ ყველა მომსახურებას ერთ სივრცეში მიიღებს, სამომავლო მსგავსი სერვისცენტრების მშენებლობა ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში იგეგმება.