ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ მაჩალიკაშვილის საქმეზე კომპლექსური ექსპერტიზა დაასრულა

26 დეკემბერი 2018, 00:00 1492 ნახვა

ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე კომპლექსური ექსპერტიზა დაასრულა. ექსპერტიზამ, რომელიც დაცვის მხარის მოთხოვნით ჩატარდა, პასუხი უნდა გასცეს კითხვას, თუ რა მდგომარეობაში იყო თემირლან მაჩალიკაშვილი იარაღის გასროლისას. სპეცოპერაციის 1 წლისთავთან დაკავშირებით დღეს ორი აქცია გაიმართება. აქცია-პერფომანსი ე.წ. მოდულის შენობასთან და   შვილმკვდარი მამების   პარლამენტის შენობასთან. 

 სპეცოპერაციისას 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი თავის არეში დაიჭრა. იგი 10 იანვარს წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.  

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი