როგორ აფასებს ქობულეთის მერი მუშაობის ერთ წელს

21 დეკემბერი 2018, 00:00 1817 ნახვა

ქობულეთის მერმა მოქალაქეებს სხვადასხვა სტრუქტურაში დასაქმებულებსა და აჭარის მთავრობის წარმომადგენლებს, ერთწლიანი მუშაობის ანგარიში გააცნო.

მირიან ქათამაძემ აღნიშნა, რომ მერიაში განხორციელებული რეორგანიზაციით მართვის ეფექტური ფორმა ჩამოაყალიბა, ისაუბრა მუნიციპალიტეტში შესრულებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, გამოყო სანაპიროს ჯებირების პროექტი, ასევე აღნიშნა მსხვილი ინვესტიციები სასტუმრო კომპლექსების მშენებლობებთან დაკავშირებით.

მთავრობის თავმჯდომარემ ანგარიში მოიწონა, თუმცა თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტში გაცილებით მეტია განსახორციელებელი. 

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში