გაიდაიდება თუ არა საკონსტიტუციო სასამართლოში უგულავა-კაბელების გაერთიანებული საქმის განხილვა ჯერ უცნობია. პროცესი 12 საათზეა ჩანიშნული. პლენუმის შემადგენლობა 9 მოსამართლით არის დაკომპლექტებული, რომელთაგანაც სამი ოთარ სიჭინავა, მაია კოპალეიშვილი და ზაზა თავაძე ბათუმში არ იმყოფებიან. შესაბამისად ისინი საქმის განხილვაში მონაწილეობას ვერ მიიღებენ. გაიზრდება თუ არა იმ მოსამართლეების რიცხვი, რომლებიც დღევანდელ პროცესში ვერ ჩაერთვებიან უცნობია.