მრავალშვილიანი დედების დახმარების პროგრამით მიმდინარე წელს ქედაში 12-მა ბენეფიციარმა ისარგებლა. ოთხ და მეტ შვილიან დედებს ქედის მერია ფინანსურ დახმარებას მესამე წელია გადასცემს.
100 ლარიანი ერთჯერადი დახმარება იმ დედებს გადაეცემათ, რომელთაც 18 წლამდე ასაკის შვილები ჰყავთ. პროგრამა მომავალ წელსაც გაგრძელდება.