გახარიამ უტიფრად იცრუა - გრიგოლ ვაშაძე

17 დეკემბერი 2018, 00:00 1542 ნახვა

გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი გრიგოლ ვაშაძე ამბობს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა უტიფრად იცრუა, როდესაც თქვა, რომ ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერების გადასაყვანად ავტობუსები იყო მობილიზებული. 

​''არავითარი ავტობუსები ხელისუფლებას მოყვანილი არ ყავდა, იმისათვის რომ რამდენიმე ათასი ადამიანი  თელავში გადაეყვანა. ეს უტიფარი სიცრუეა. მობილიზებული იყო არნახული რაოდენობის პოლიცია. ვისი მუნდირიც ამ ხელისუფლებამ შეურაცხყო. გაოგნებულები იდგნენ და ვერ გაეგოთ, იქ ყოფნის მიზეზი და მიზანი რა იყო. ასევე იყვნენ ზონდერ ბრიგადები, რომლებმაც სასიკვდილოდ კინაღამ სცემეს შოთა დალაქიშვილი და ნიკა ჭურაძე'' - განაცხადა ბრიფინგზე ვაშაძემ. 

მისივე თქმით, თელავისკენ მიმავალი ყველა გზა სამართალდამცველებს ჩაკეტილი ჰქონდათ. 

''ჩვენ ისე ჩავუარეთ გომბორს, 40 კილომეტრის სიჩქარით, რომ დავინახეთ თუ არა პოლიცია არც გვიფიქრია გაჩერება და გაპროტესტება. შემდეგ, როდესაც მივედით ვერისციხეში გაგვაჩერეს. ჩვენი მხარდამჭერების ნაწილი წავიდა გრემთან, სადაც ისევე იყო ყველაფერი გადაკეტილი, როგორც ველისციხესთან'' - თქვა ფრიფინგზე გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა. 

ვაშაძემ ხელისუფლების მართვის მეთოდები პუტინის მმართველობის რეჟიმს შეადარა. 

''ყველა მეთოდი გადმოღებულია პუტინის რუსეთიდან და როდესაც ისტერიულად კივიან დემოკრატიაზე, ხელისუფლებას მხედველობაში აქვთ პუტინის სუვერენული დემოკრატია.''

ამავე კატეგორიაში