ხულოში, სოფელ ზედა ვაშლოვანში ხუთსულიანი ოჯახი, უკვე წლებია ყოველგვარი პირობების გარეშე, იმ ნაგებობაში ცხოვრობს, რომელიც მანამდე სასიმინდედ გამოიყენებოდა.
ავარიულ ფიცრულში, დედ-მამასთან ერთად ცხოვრობს სამი მოზარდიც. მათი ერთადერთი შემოსავალი კი, სოციალური დახმარებაა. ოჯახის მძიმე პირობების შესახებ ინფორმაცია აქვთ ხულოს მერიაშიც, სადაც აბულაძეების ქირით გაყვანის პირობას დებენ.