გრანტები სტარტაპებისთვის - ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო კონკურსს აცხადებს. მსოფლიო ბანკის პროექტის “ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის“ ფარგლებში სხვადასხვა ინოვაციური ბიზნეს იდეა და ტექნოლოგიური საწარმო დაფინანსდება.
სახელმწიფოს მხრიდან მაქსიმალური საინვესტიციო- საგრანტო თანხა 100 ათასი ლარია. სფეროები შეზღუდული არ არის, პროექტის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა იდეა გლობალურ ბაზარზე იყოს ორიენტირებული. განაცხადების მიღების ბოლო ვადა 28 დეკემბერია. გამარჯვებულები თებერვალში გამოვლინდებიან. პროექტის პრეზენტაცია დღეს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა.
რექტორის განცხადებით, სააგენტოსთან თანამშრომლობით ინოვაციური ლაბორატორია გახსნა, სამომავლოდ კი სასწავლებლის ბაზაზე ტექნოპარკის გახსნა იგეგმება.