ქობულეთში, სოფელ ხალაში მიკროავტობუსი 2 წლის ბავშვს დაეჯახა. ბავშვი ადგილზე გარდაიცვალა.
შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.