‘’წელიწადის ოთხი დრო’’ - მხატვართა საერთაშორისო პლენერის დასკვნითი გამოფენა გაიხსნა ბათუმის ხელოვნების მუზეუმის გალერიაში. წარმოდგენილია ქართველი და უცხოელი მხატვრების ნამუშევრები.
საერთაშორისო პლენერი ბათუმში ოთხ ეტაპად ჩატარდა - გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა და ზამთარი. მასში 6 ქართველი და ოთხი უცხოელი მხატვარი მონაწილეობს, პლენერის მიმდინარეობისას, ოთხივე ეტაპზე შესრულებული ნამუშევრები 15 დეკემბერს ხელოვნების მუზეუმში გამოიფინება. პროექტს განათლების სამინისტროს აფინანსებს.