კვლავ არჩევნების თემა გახდა დაპირისპირების საგანი დეპუტატებს შორის ამჯერად პარლამენტში. 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის განხილვის დაწყებამდე კანონმდებლები ერთმანეთს ფიზიკურად და სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.
ამ წუთებში პარლამენტში ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტზე მსჯელობენ. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ 2019 წლის ბიუჯეტი ადამიანებზეა ორიენტირებული, რომლის მთავარი მიზანი სიღარიბის შემცირებაა. თუმცა ოპოზიციაში აცხადებენ, რომ პრიორიტეტები არასწორად არის გაწერილი.
სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება პარლამენტში. ხმაური მას შემდეგ დაიწყო, რაც ნიკა მელიამ პარლამენტის თავმჯდომარეს კრიმინალი უწოდა.