ქედის მუნიციპალიტეტის მომავალი წლის ბიუჯეტი 11 მილიონ 410 ათასი ლარია, კვლავ პრიორიტეტულია ინფრასტრუქტურის განვითარება. რაც შეეხება სოციალურ პროგრამებს, იგეგმება სოფელ პირველ მაისში სოციალური სახლის მშენებლობა, აგრეთვე დაძველებული სახლების გარემონტება ან მათ ადგილას ახალის აშენება.
ბიუჯეტთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს ოპოზიციას მათი თქმით მასში არ არის გათვალისწინებული აუცილებელი სოციალური პროგრამები. ბიუჯეტის პროექტი საკრებულომ უნდა დაამტკიცოს.