რატომ ვერ სარგებლობს ყველა მასწავლებელი 183-დღიანი ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულებით? ცნობილია, რომ ბავშვის გაჩენის შემთხვევაში პედაგოგებს, მხოლოდ სახელმწიფოს მიერ ფულადი დახმარება ერგებათ, 1 000 ლარის ოდენობით. ამ ფაქტზე განათლების სამინისტროში კანონს იშველიებენ.
ანუ გამოდის - მიიღებს თუ არა დეკრეტში ყოფნისას პედაგოგი ანაზღაურებას დირექტორის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. აღმოჩნდა, რომ ბათუმში, სკოლების ნაწილი გასცემს ანაზღაურებას დეკრეტულ შვებულებაზე, ნაწილი კი ვერა, ეს მათ ფინანსებზეა დამოკიდებული.
შესაბამისად ჩნდება კითხვა - არიან თუ არა მასწავლებლები არათანაბარ პირობებში?