მამუკა ბახტაძე - ''აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ​​მსგავსი შინაარსის განცხადებას არ გააკეთებდა, ვფიქრობ, რომ არასწორი ინტერპრეტაციის შედეგია''

10 დეკემბერი 2018, 00:00 2392 ნახვა

პრემიერ მინისტრი დარწმუნებულია, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ​​მსგავსი შინაარსის განცხადებას არ გააკეთებდა.

მამუკა ბახტაძემ დღეს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტს უთხრა, რომ სავარაუდოდ არასწორ ინტერპრეტაციას აქვს ადგილი.

''ეს კონტექსტი არ ვიცი, რაზეც თქვენ საუბრობთ. დარწმუნებული ვარ, რომ თორნიკე რიჟვაძე მსგავსი შინაარსის განცხადებას არ გააკეთებდა. ის არის ძალიან პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსი. დამერწმუნეთ 24 საათი მუშაობს თავისი კუთხისთვის.  მიუხედავდ იმისა, რომ სულ რამდენიმე თვეა რაც ამ თანამდებობაზეა, მან ძალიან მნიშვნელოვანი შედეგები მოუტანა აჭარას და ბათუმს. რაც შეეხება ამ კონტექსტს, მე ვფიქრობ, რომ ეს არასწორი ინტერპრეტაციის შედეგია. თქვენგან გავიგე პირველად სიმართლე გითხრათ'' - განაცხადა მამუკა ბახტაძემ პრესკონფერენციაზე. 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, გუშინ, 9 დეკემბერს,  ერთ-ერთ საზოგადოებრივ პოლიტიკურ თოქ-შოუში ჯელალ ქიქავას მიერ 3 დღის წინ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. თორნიკე რიჟვაძემთქვა, რომ ქიქავების და სხვა ოპონენტების განცხადებები ყოველგვარ ზღვარს ცდება და პირადად იძიებს შურს მათზე და პოლიტიკური ველი ასეთი ადამიანებისგან გაიწმინდება.  

"ჩვენი ოპონენტების საქციელი, მათი განცხადებები ცდება უკვე ყოველგვარ ზღვარს. გუშინ თქვენ მოისმინეთ ქიქავების და სხვა ამ ტიპის სუბიექტების ყოვლად სამარცხვინო განცხადებები. ვაცხადებ რომ პირადად ვიძიებ შურს ყველა ადამიანზე, რომელიც გაბედავს აჭარელი ხალხის ღირსების შეურაცხყოფას. ​ჩვენ მათ საკონტროლო დარტყმა გავუკეთეთ და პირობას ვდებ, რომ ჩვენ ამას მივიყვანთ ბოლომდე. ყველა ეს ადამიანი ამ ველისგან გაიწმინდება.

არავისთან არ ვაპირებ არც პოლიტიკურ ვაჭრობას, ბატონი პრემიერის ხელმძღვანელობით ჩვენი გუნდი დაიცავს თითოეული ადამიანის უფლებას და თავისუფლებას. უნდა მიეჩვიონ რომ ჩვენთან ვაჭრობა ვერ გაგრძელდება ვერც მერკანტირული ვერც პოლიტიკური" - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ჩვენ ჯელალ ქიქავას განცხადებას არ გთავაზობთ, რადგანაც ის სიძულვილის ენით საუბრობს.

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი