საქართველოს პრემიერ მინისტრი ამბობს, რომ სესხების განულებასთან დაკაშირებული ინიციატივის ფარგლებში სპეციალური ვებგვერდი დღეს, 18:00 საათიდან ამოქმედდება. 15 დეკემბრიდან კი მოქალაქეებს ''შავი სიიდან'' პერიოდულად ამოიღებენ. მამუკა ბახტაძის თქმით, ასობით მოქალაქე ახალ წელს ''მტკივნეული'' პრობლემის გარეშე შეხვდება.
''15 დეკემბრიდან, წლის ბოლომდე პერიოდულად მოხდებოდა ადამიანების ამოღება შავი სიიდან. დღეს, 18:00 საათზე გაეშვება ვებსაიტი, სადაც ჩვენი მოაქალაქეების ნაწილი უკვე შეძლებს, რომ დარეგისტრირდეს. ამ შემთხვევაში, ჩვენ ვსაუბრობთ რამდნიმე მსხვილ ორგანიზაციაზე, კერძოდ, დღეს და ხვალ აიტვირთება ბაზები, სადაც წარმოდგნილი იქნებიან „საქართველოს ბანკის“, „თიბისი ბანკისა“ და „ლიბერთი ბანკის“ მომხმარებლები. ჩვენი მოქალაქეებისა და ქართული ოჯახების დიდი ნაწილი შეხვდება ახალ წელს ამ ძალიან მტკივნეული პრობლემის გარეშე“ – განაცხადა პრემიერმა.
მამუკა ბახტაძის განმარტებით, ვებგვერდზე ყოველდღიურად დაემატება მომხმარებელთა ბაზები, რომლებსაც სესხები გაუნულდებათ.
აღნიშნული ინიციატივა მამუკა ბახტაძემ 19 ნოემბერს გაახმოვანა. პრემიერმა თქვა, რომ შავ სიაში მყოფ 600 000 ადამიანს, რომელთა ძირი დავალიანება 2000 ლარამდე აქვთ, ახალ წლამდე გაუნულდებათ.
web-გვერდი: vali.ge/