2018 წლის ბოლო 11 თვეში სახალხო დამცველმა 7 350 განაცხადი შეისწავლა. უმრავლესობა, როგორც ქვეყნის უფლებადამცველი აცხადებს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების საკითხებს ეხება.
დღეს ნინო ლომჯარიამ წლის შემაჯამებელი ბრიფინგი გამართა და მედიის წარმომადგენლებს ანაგრიში წარუდგინა. გამოკვეთილი ტენდენცია ასეთია: გაზრდილია მიმართვიანობა რეგიონებიდან, სხვადასხვა შინაარსის, მათ შორის, ბავშვის უფლებების დარღვევის ფაქტებზე.
ანგარიშში ასევე მოხვდა ფსიქიატრიულ დაწესებულებებში არსებული გარემო, პოლიციელების მიერ სავარაუდო დამნაშავეების მიმართ დამოკიდებულება დაკავების დროს, დისკრიმინაციის თვალსაზრისით, ყველაზე დაუცველ ჯგუფებად, წინა წლების მსგავსად, რჩებიან ქალები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და ლგბტ თემის წარმომადგენლები.