პირველი ვარსკვლავური შოუ ახალ საკონცერტო დარბაზში

31 ივლისი 2016, 00:00 3290 ნახვა

ბათუმელი მომღერლები მეგა ვარსკვლავთან ერთად,  ბლექ სი არენას სცენაზე. ქრისტინა აგილერამ სპეციალურად მიიწვია შოუზე მომღერლები, რომლებმაც მას  ბათუმში ყოფნისას აჭარული ღვინის სახლში უმღერეს. ბათუმელმა შემსრულებლებმა ახალ სცენაზე რუსუდან სებისკვერაძის  სიმღერა  ააჟღერეს.  მსმენელის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა ამერიკელი პოპ მომღერლის შოუმ, რომელიც ბლექ სი არენას სცენაზე საათნახევრი გაგრძელდა. გრემის მფლობელმა მსოფლიო  დონის ვარსკვლავმა, დარბაზში შეკრებილი ათი ათასამდე მსმენელისთვის ცნობილი ჰიტები შეასრულა. ქრისტინა აგილერა პირველი იყო, ვინც ახალი დარბაზის სცენაზე გამოვიდა. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში