3 კილოგრამი ''კოკაინის'' და ნახევარ კილომდე ''ჰეროინის'' შემოტანის გამო შსს-მ სამი პირი დააკავა

05 დეკემბერი 2018, 00:00 2294 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა პორტუგალიისა და ირანის მოქალქეები დააკავეს, რომლებსაც საქართველოში  3 კილო და 100 გრამი ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“ და 8 შეკვრად დაფასოებული, ნახევარ კილოგრამამდე „ჰეროინი“ შემოჰქონდათ. 

პორტუგალიის მოქალაქე ა.ფ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს.

ბრალდებული საქართველოში ბრაზილიიდან ჩამოფრინდა. სამართალდამცველებმა კი მისი ბარგის ჩხრეკისას, „კოკაინი“ ამოიღეს. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მეორე შემთხვევაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მოხდა. ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულია ირანის ორი მოქალაქე. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ჰეროინი ირანიდან შემოიტანეს.

 

ფოტო: არქივი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი