ბათუმში, თბილისსა და ქუთაისში, ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკებისა და აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციის მომატება დაფიქსირდა, რომელიც არასრული წვის შედეგად არის გამოწვეული - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
ცნობისთვის, ჰაერის დაბინძურების ყველაზე დიდი წილი ენერგეტიკასა და ავტოტრანსპორტზე მოდის. სხვადასხვა ნივთიერების კონცენტრაცია კი განსაკუთრებით სახიფათოა ბავშვებისთვის, მოხუცებისთვის და გულსისხლძარღვთა დაავადებების მქონე პირებისთვის. სააგენტოს მონაცემებით, მყარი ნაწილაკების კონცენტრაციის საშუალო წლიურ ნორმაზე გადაჭარბება, 29 ნოემბერსა და 3 დეკემბერს ბათუმში, აბუსერიძის ქუჩაზე განთავსებულ ავტომატურ სადგურზე დაფიქსირდა.