რუსთაველის გამზირზე გაერთიანებული ოპოზიციის მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია დასრულდა. პარლამენტის შენობის წინ დემონსტრანტებმა, წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის გარდაცვლილი შვილების ხსოვნას.
როგორც აქციაზე გამომსვლელებმა განაცხადეს, საპრეზიდენტო არჩევნებზე ამომრჩეველს "თავისუფალი არჩევანი" შეაცვლევინეს და დღეს ისინი სწორედ "გაყალბებული არჩევნების" გასაპროტესტებლად შეიკრიბნენ.