„მკვლელები არ დასჯილან" -მსვლელობა პარლამენტიდან ტრაგედიის ადგილამდე

01 დეკემბერი 2018, 00:00 1873 ნახვა

1  წლის წინ, თბილისში, ხორავას ქუჩაზე დაწყებულ დაპირისპირებას ორი არასრულწლოვანი ემსხვერპლა. გახმაურებული საქმის გამოძიებით, უკმაყოფილოა და უკვე თვეებია სამართლიან გამოძიებას ითხოვს, შვილმკვდარი მამა, ზაზა სარალიძე.

დღეს, მან და ადამიანებმა ვინც სარალიძეების ოჯახს სოლიდარობას უცხადებენ, რუთაველის გამზირიდან დაწყებული მსვლელობა ხორავას ქუჩაზე სწორედ იმ ფარდულთან დაასრულეს, სადაც ერთი წლის წინ სისხლიან გარჩევას ორი არასრულწლოვნის, დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. ტრაგედიის ადგილზე მსვლელობის მონაწილეებთან ერთად იმყოფებოდა თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილიც.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი