საქართველოს ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია სავარაუდოდ 16 დეკემბერს გაიმართება. მანამდე კი მოქმედი პრეზიდენტი მომავალს საქმეს გადააბარებს. ამისთვის მზაობას გამოთქვამს გიორგი მარგველაშვილი. იგი ულოცავს სალომე ზურაბიშვილს გამარჯვებას, ამასთან, მეორე ტურის ხარისხს ნეგატიურად აფასებს.
განცხადება მარგველაშვილმა იმ სასახლეში გააკეთა, სადაც სავარაუდოდ სალომე ზურაბიშვილი არ გადავა. ზურაბიშვილი ათონელის ქუჩაზე მდებარე სასახლეში აპირებს განთავსებას. მან უკვე ისაუბრა დღეს სამომავლო გეგმებზე და თქვა რომ მისი პირველი ვიზიტი ევროპაში შედგება, მათ შორის იმ ქვეყანაში, რომლის პრეზიდენტმაც ერთ-ერთმა პირველმა მიულოცა ზურაბიშვილს გამარჯვება.
სალომე ზურაბიშვილს გუშინ მხარი 1 147 106 -მა ამომრჩეველმა დაუჭირა, რაც 59.54%-ია, გრიგოლ ვაშაძემ კი ხმათა 40.46%, ანუ მას მხარს 779 614 მოქალაქე უჭერს. ცნობისთვის ვაშაძემ მოიპოვა ხმების უმეტესობა საზღვარგარეთ, ასევე ოპოზიციონერმა კანდიდატმა გაიმარჯვა ავღანეთში. საქართველოში კი ზურაბიშვილმა არჩევნები მხოლოდ ორ ქალაქში წააგო.