არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა მოქალაქემ სავარაუდოდ, სასიგნალო იარაღიდან ისროლა - შსს

28 ნოემბერი 2018, 00:00 1751 ნახვა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო. მინისტრის მოადგილის თქმით, სასიგნალო იარაღიდან ისროლა არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა მამაკაცმა. 

''ამ ეტაპზე როგორც მოწმეებთან გასაუბრებით ირკვევა, აღნიშნულს კავშირი არ აქვს არჩევნებთან და სახეზე არ არის პოლიტიკური მოტივი. გასროლა განხორციელდა ჩუმლაყის N19-ე საარჩევნო უბნიდან მოშორებით მდებარე დასახლებულ უბანში, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქის მიერ, სავარაუდოდ ე.წ. სასიგნალო იარაღიდან'' - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა. 

ფაქტზე გამოძიება 236-ე მუხლით მიმდინარეობს,  რაც ცეცხლსასროლი იარაღის, (გარდა გლუვლულიანი სანადირო თოფისა საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს. 

მოქალაქე ამ წუთებში პოლიციის განყოფილებაში იმყოფება.

სროლის ხმა სოფელ ჩუმლაყში რამდენიმე საათის წინ იყო. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი