ქობულეთში საახალწლო ღონისძიებები 15 დეკემბრიდან დაიწყება, ამ დღეს აინთება საზეიმოდ ნაძვის ხე, რომელიც ცენტრალურ მოედანზე დაიდგმება. 15-დან 31 დეკემბრის ჩათვლით კონცერტები ყოველ დღე გაიმართება. ღონისძიებების ფარგლებში მოხდება წარმატებულ ადამიანების დაჯილდოვება. ბავშვებისთვის მოეწყობა საახალწლო წარმოდგენები ზღაპრის გმირების თანხლებით. მოედანზე გაიმართება წინა საახალწლო ბაზრობა.
მერიის მიერ გამოცხადებული ელექტრონული ტენდერის მიხედვით საახალწლო ნაძვის ხისა და გარე განათების აქსესუარების მონტაჟი-დემონტაჟი მუნიციპალიტეტს 4 500 ,ხოლო ღონისძიებების ორგანიზება 11 220 ლარი დაუჯდება.