ვეტერანი სპორტსმენისა და მწვრთნელის, ნინა ორლოვას სახელობის საერთაშორისო ტურნირი გრძელდება. გუშინ 2009-2012 წლებში დაბადებულთა შორის გამარჯვებულები დააჯილდოვეს.
ტურნირში 9 ასაკობრივ კატეგორიაში 115 სპორტსმენი ასპარეზობს. ნინა ორლოვა 70 წელზე მეტია სპორტის ამ სახეობას ემსახურება და არაერთი წარმატებული სპორტსმენი აღუზრდია. მას გუშინ 93 წელი შეუსრულდა.