გაერთიანებული ოპოზიცია აჭარის პრობაციის ბიუროს თანამშრომლებს ამომრჩევლებზე ზეწოლაში ადანაშაულებს

24 ნოემბერი 2018, 00:00 1712 ნახვა

გაერთიანებული ოპოზიცია  აჭარის პრობაციის ბიუროს თანამშრომლებს ამომრჩევლებზე ზეწოლაში ადანაშაულებს. მირდატ ქამადაძე ამბობს, რომ სააგენტო მუშაობის საგანგებო რეჟიმზეა გადასული, მათ შორის დასვენების დღეებშიც, სადაც პრობაციონერებზე ზეწოლა მიმდინარეობს, კერძოდ, კი როგორც ოპოზიციაში ამბობენ, პრობაციონერებს მუქარის საფუძველზე აიძულებენ არჩევნებზე ხმა მისცენ ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს. ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს  აჭარის პრობაციის ბიუროს უფროსი.

მამუკა თხილაიშვილი აცხადებს, რომ არასამუშაო დღეს თანამშრომლები ისვენებ და პრობაციონერებზე ზეწოლის ფაქტს სააგენტოში ადგილი არ ჰქონია. ჩვენი გადამღები ჯგუფი იმყოფებოდა ადგილზე, სააგენტოს კარი, მართალია  ღია იყო, თუმცა პრობაციის ბიუროს თანამშრომლები ადგილზე არ იმყოფებოდნენ. სააგენტოში მხოლოდ იუსტიციის სახლის თანამშრომელი იმყოფებოდა, რომელიც როგორც ბიუროს ბიუროს უფროსი, ამბობს, სააგენტოს  წარმომადგენელი  არ არის. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი