„პეპი მაღალიწინდა“ ასტრიდ ლინდგრენის მოთხრობის მიხედვით, ბათუმის დრამატული თეატრის მცირე სცენაზე პრემიერა შედგა. ორმოქმედებიან წარმოდგენაში პერსონაჟის მხიარული თავგადასავალია მოთხრობილი.
სადაც პეპია იქ მხოლოდ მხიარულებაა- ასეა ასტრიდ ლინდგრენის ცნობილ მოთხრობაშიც.რეჟისორ მანანა კვირკველიას სპექტაკლში გოგონას, ყველაფრის პოზიტიურად გარდაქმნა შეუძლია და სტერეოტიპებს ებრძვის. მსახიობები სპექტაკლზე ორი თვე მუშაობდნენ.