პოლიციამ განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

24 ნოემბერი 2018, 00:00 7891 ნახვა

ბათუმში გვიან ღამით, ერთ-ერთ კაზინოში, თურქეთის მოქალაქემ ორი ქალი დაჭრა. 31 წლის ქალი საავადმყოფოში გადაყვანისთანავე გარდაიცვალა. მეორე დაჭრილი კი ამ დრომდე კლინიკაში იმყოფება. ექიმების ინფორმაციით, ორივე მათგანი უზბეკეთის მოქალაქეა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1961 წელს დაბადებული, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ლ.უ. შემთხვევის ადგილზე დააკავეს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

''გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 24 ნოემბერს, ღამით, ბათუმში მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში, ეჭვიანობის ნიადაგზე, ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს - 1987 წელს დაბადებულ ი.ზ.-ს და 1980 წელს დაბადებულ ჰ.მ.-ს. ი.ზ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე დაჭრილი კი მკურნალობას სამედიცინო დაწესებულებაში განაგრძობს'' - წერია შსს-ს განცხადებაში.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი