რა შესრულდა აჭარისწყალ ჯორჯიას 10 - პუნქტიანი დაპირებიდან?

22 ნოემბერი 2018, 00:00 2004 ნახვა

ხულოში მცხოვრები მოქალაქეები ჰესის მშენებელი კომპანიისგან დანაპირების შესრულებას ითხოვენ. იხსენებენ 10-პუნქტიან ჩამონათვალს, რომლის მიხედვითაც „აჭარისწყალი ჯორჯიას“ გარკვეული სოციალური პროექტები უნდა განეხორციელებინა მაღალმთიან აჭარაში.

ადგილობრივების თქმით, ზოგიერთი საკითხი გადაიჭრა და მართლაც შეასრულა კომპანიამ, ზოგიერთი კი ამ დრომდე არ შესრულებულა. მთავარ პრობლემად ხულოში წყლის დაშრობას ასახელებენ.

„აჭარისწყალი ჯორჯიაში“ ამბობენ, რომ დაპირებების შესრულება მათ კეთილ ნებაზე იყო დამოკიდებული და მათ ამის ვალდებულება არ ჰქონდათ. კომპანია წერილში მხოლოდ სოციალურ პასუხისმგებლობაზე საუბრობს. 

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი