ბრიუსელში ახალი უმაღლესი დონის ფორმატის პირველი შეხვედრა გაიმართა

21 ნოემბერი 2018, 00:00 1473 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერის თავმჯდომარეობით ბრიუსელში ახალი, უმაღლესი დონის ფორმატის პირველი შეხვედრა გაიმართა, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირს შორის სექტორული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას ისახავს მიზნად. შეხვედრაში საქართველოს მინისტრთა კაბინეტის წევრები და ევროკომისრები მონაწილეობდნენ. ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან კლოდ იუნკერმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე პარტნიორობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას და უახლოეს მომავალშიც გამოიყოფა  ფინანსური დახმარება.

„საქართველოს მზადყოფნა, გააღრმავოს ევროკავშირთან ინტეგრაცია არის წინ გადადგმული დიდი ნაბიჯი. რაც უფრო მეტ რეფორმას ატარებს ქვეყანა, მით უფრო დიდია ჩვენი მხარდაჭერა,“ – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა, 2018 წლის სამოქმედო გეგმას და ფინანსური მხარდაჭერის პროგრამის შეთანხმებების გაფორმების შემდეგ. ევროკავშირი და საქართველო 25-ზე მეტ საკითხზე შეთანხმდნენ სამ პრიორიტეტულ სფეროში, მათ შორისაა ეკონომიკა, ვაჭრობა, ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება, დამატებითი მხარდაჭერა სოფლის მეურნეობაში, დამატებითი დახმარება მცირე და საშუალო საწარმოებისთვის, განათლება, კვლევა და ინოვაცია, ასევე, საქართველოს კიბერუსაფრთხოების გაძლიერება. დოკუმენტებს ხელი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა და გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარმა, იოჰანეს ჰანმა მოაწერეს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი