სამი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც დღეს სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ სავარაუდო პირადობის მოწმობების გაყალბებაზე საუბრობს, ანალოგიურ განცხადებას 2010-სა და 2012 წლის არჩევნებზეც აკეთებდა.
"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" "გამჭვირვალობა საქართველოსა" " და "სამართლიანი არჩევნების" განცხადებები, მაშინ სარწმუნო იყო ოპოზიციაში მყოფი "ქართული ოცნებისთვის", ხოლო "მთავრობაში მყოფი "ნაციონალური მოძრაობა" მესამე სექტორს აბსურდულ ბრალდებებში ადანაშაულებდნენ.
2013 წელს, "ქართული ოცნების" მთავრობაში მოსვლის შემდეგ, ყალბი პირადობის მოწმობები აღმოაჩინეს და დამნაშავეებიც დაადგინეს.
2018 წელს, იგივე არასამთავრობო ორგანიზაციები ისევ ალაპარაკდნენ სავარაუდო გაყალბებაზე.
რას ფიქრობს დღეს უკვე ოპოზიციაში მყოფი "ნაციონალური მოძრაობა" და მთავრობაში მყოფი "ქართული ოცნება".