პროკურატურაში მიხეილ ბენიძის და სოსო გიორგაძის დაკითხვა გრძელდება

21 ნოემბერი 2018, 00:00 1652 ნახვა

ჩვენი ინფორმაცია გადამოწმებულია, ახლა საქმე საგამოძიებო უწყებამ უნდა გააკეთოს - ასეთია იმ არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიცია, რომლებმაც გუშინ სავარაუდოდ, ყალბი პირადობის მოწმობების დამზადების შესახებ გაავრცელეს ინფორმაცია. ისინი დღეს გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ. არ დაასახელეს წყარო, ამბობენ რომ იცავენ მის უსაფრთხოებას. ამის გამო პროკურატურა ირწმუნება რომ ისინი  გამოძიების პროცესს აზიანებენ და არ აწვდიან გამომძიებლებს მნიშვნელოვან ინფორმაციას.

ახლა საგამოძიებო ორგანო გეგმავს სასამართლოს მიმართოს. გამოკითხვაზე იმყოფება მიხეილ ბენიძეც, რომელმაც პროკურატურაში შესვლამდე, თქვა რომ მისი ინფორმაციით სააგენტოს თანამშრომელი, რომელიც მათი წყაროა უშუალოდ არ შესწრებია პასპორტების ბეჭდვას და არ ესწრებოდა თათბირს, შესაბამისად მას სავარაუდოდ არ აქვს კონკრეტული ფოტო, ან ვიდეო - მტკიცებულებები.  პროკურატურაშია სახელმწიფო სერვისების სააგენტოს უფროსიც, რომელიც ფაქტს სიცრუეს უწოდებს. რაც შეეხება არაბიომეტრულ პასპორტებს, სოსო გიორგაძის თქმით, პირველიდან მეორე ტურამდე ასეთი პასპორტებით რეგისტრირებულთა რიცხვი ამომრჩეველთა სიაში არ გაზრდილა და პირიქით შემცირებულია. 

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი