ბათუმში სკვერის მოსაწყობად ბიუჯეტიდან მილიონ 375 ათასი ლარი გამოიყო

20 ნოემბერი 2018, 00:00 1730 ნახვა

ბათუმის მერია სკვერის მოსაწყობად მილიონ 375 451 ლარს დახარჯავს. ტენდერი გუშინ გამოაცხადა. 

მწვანე სივრცის მოწყობა ხელოვნების უნივერსიტეტის მიმდებარე იგეგმება.  ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ, ტენდერის პირობის თანახმად სკვერთან ერთად შადრევანი და საპირფარეშო უნდა მოაწყოს, გამოყენებული მასალა კი უნდა იყოს მაღალი ხარისხის. 

ტენდერში მონაწილე კომპანია კი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს: ბოლო სამი წლის მანძილზე ანალოგიური ხასიათის სამუშაოები უნდა ჰქონდეს შესრულებული და მათი ჯამური ღირებულება 6 მილიონი ლარზე ნაკლები არ უნდა იყოს.

წინადადებების მიღების ბოლო ვადა მერიამ 10 დეკემბერი მიუთითა.

ხელოვნების უნივერსიტეტის უკან 3518 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთს რეკრეაციული ზონის სტატუსი აქვს, წლების განმავლობაში ტერიტორია მიტოვეული იყო.  

 

 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში