სამართლიანი არჩევნები: არჩევნების I და II ტურებს შორის პერიოდში ზეწოლის ფაქტები ფართოდ გავრცელებულია

19 ნოემბერი 2018, 00:00 1533 ნახვა

„სამართლიანი არჩევნები-ს“ განცხადებით, პირველ და მეორე ტურებს შორის პერიოდში ზეწოლის ფაქტების გავრცელების მასშტაბი შემაშფოთებელია. დამკვირვებლების ინფორმაციით, მუნიციპალიტეტებში ზეწოლა ხორციელდება, როგორც საჯარო მოხელეებზე, ასევე კერძო სექტორში დასაქმებულ თანამშრომლებზე. საუბრობენ რეგიონებში სხვადასხვა კონკრეტულ შემთხვევაზე.  მათი ინფორმაციით, ბათუმში ერთ-ერთ ოჯახში გამოკითხვაზე მისულმა პირებმა, რომლებმაც თავი „ქართული ოცნების“ კოორდინატორებად წარადგინეს, მისამართზე ჩაწერილი პირები მოიკითხეს და აღნიშნეს, რომ ისინი პირველ ტურზე არ მისულან.

„კანონის თანახმად, აღნიშნული ინფორმაცია დახურულია “, - ნათქვამია „სამართლიანი არჩევნების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ორგანიზაცია ხელისუფლებას მოუწოდებს: ღიად და საჯაროდ დაგმონ ამომრჩეველზე ზეწოლის ფაქტები, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელებმა  კი  ზეწოლისა და იძულების პრაქტიკა აღკვეთონ, ასევე აქვთ რჩევები ბიზნესმენებისა და მმართველი პარტიის წევრების მიმართაც.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი