დასრულდა ბავშვთა საჭადრაკო ფესტივალი 8-დან 14 წლამდე ასაკის გოგონებსა და ვაჟებს შორის. ტურნირი ოთხ ასაკობრივ კატეგორიაში ჩატარდა. დაჯილდოვდა 40 გამარჯვებული და პრიზიორი. ჩემპიონატში საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის 80-მდე მოჭადრაკე ასპარეზობდა. ტურნირი აჭარის ჭადრაკის ფედერაციის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით ჩატარდა.