ბათუმში 14 წლის მოზარდი დაჭრეს

17 ნოემბერი 2018, 00:00 7782 ნახვა

ბათუმში 14 წლის მოზარდი დაჭრეს. დაშავებული დედათა და ბავშვთა ცენტრში, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ, დაახლოებით, 14 საათზე შეიყვანა. მოზარდს ბლაგვი საგნით, ფილტვის არეში ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.

ჩაუტარდა გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია, ამჟამად მოთავსებულია რეანიმაციულ განყოფილებაში. სამედიცინო დაწესებულებაში ამბობენ, რომ ბიჭის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში