საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მეხანძრე - მაშველებს მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა. პრესსამსახურის ინფორმაციით, მამუკა ბახტაძის დავალების შესაბამისად, 2022 წლის დასაწყისამდე სამსახურს მთელი საქართველოს მასშტაბით უნდა ჰქონდეს სრულად განახლებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, მოძრავი საშუალებები და ახალი ტექნიკა.
მთავრობის მეთაურმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიისას სამაშველო სამუშაოების მონაწილე სამაშველო სამსახურის პირად შემადგენლობას და გარდაცვლილი დედა-შვილის ოჯახს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.