პედიატრი, ლამარა კალანდარიშვილი ''მედიცინის დარგში ხანგრძლივი და წარმატებული საქმიანობისთვის'' დამსახურებული მოღვაწის წოდებით დააჯილდოვეს.
ჯილდო ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ ბათუმის უნივერსიტეტში, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მედიკოსებთან შეხვედრაზე გადასცა.
ლამარა კალანდარიშვილი პედიატრად 54 წელი, 1956-დან 2010 წლამდე მუშაობდა.