საბაჟო გამშვები პუნქტ ,,სარფის“,თურქეთის მხარეს, შეზღუდვა ამ დროისთვის მოხსნილია. შეფერხება მიმდინარე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო იყო. თუმცა, როგორც ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში გვეუბნებიან ხვალ და ზეგ 12:00 საათიდან 15:00 საათამდე საბაჟო პროცედურები კვლავ შეჩერდება.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, საბაჟო გამშვები პუნქტი ჩვეულ რეჟიმში, სრული დატვირთვით იმუშავებს.