თბილისში ქართული ოცნების ოფისთან მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდამჭერთა და შვილმოკლული მამების აქცია გაიმართა, აქციის მონაწილეები პანკისიდან ჩამოვიდნენ, ისინი მოითხოვდნენ, პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეც-ოპერაციის შედეგად მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის გამოძიებას და დამნაშავეების დასჯას.