ზურაბიშვილი: უმოქმედობის შემთხვევაში მუქარასა და დესტაბილიზაციაზე პასუხისმგებლობას მესამე სექტორიც გაინაწილებს

12 ნოემბერი 2018, 00:00 1690 ნახვა

მმართველი გუნდის მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი მასსა და მის ოჯახის წევრებზე სიცოცხლის მოსპობის მუქარაზე პასუხისმგებლობას არასამთავრობო ორგანიზაციებს იმ შემთხვევაში აკისრებს, თუ მათ მის განცხადებებზე რეაგირება არ ექნებათ. ზურაბიშვილი ამბობს, რომ მესამე სექტორი თუ არ შეაფასებს ადეკვატურად სიტუაციას და ქვეყანაში ან მის ოჯახს რამე დაემუქრება, პასუხისმგებლობას გაინაწილებს. 

მივმართავ საზოგადოებას და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლების ვალდებულებაა სახელმწიფო უწყებებთან ერთად დაიცვან წინასაარჩევნო სტაბილურობა და წონასწორობა.  

გავიხსენებ 11 ოქტომბერს, ჩემს მიერ გაკეთებული განცხადებას, რომელიც დარჩა რეაგირების გარეშე იმ ორგანიზაციებისგან, რომლებიც უნდა იცავდნენ ადამიანის უფლებებს, გენდერულ დისკრიმინაციას და იცავდნენ პოლიტიკურ კორექტურას.

ამდენად, შესაძლო მოვლენების განვითარებაზე ჩემსა და ჩემს ოჯახის მიმართ,ასევე თუ ქვეყანაში დესტაბილიზაციის კუთხით მოხდება რამე, პასუხისმგებლობას ამ საქციელის ავტორებთან ერთად გაინაწილებენ ისინი, თუ შესაბამისი და მყისიერი რეაგირება არ მოხდება" - ამბობს სალომე ზურაბიშვილი.

დღეს სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მას და მის ოჯახის წევრებს მიუვიდათ ხმოვანი და სმს შეტყობინება, სადაც მათ სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ.

კანდიდატის მტკიცებით, იდენტიფიცირებულია პირები, რომლებიც ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებული ყოფილი სამხედროები არიან. 

"მივმართე შსს და შესაბამის უწყებებს, რომ დაუყოვნებლივ მოახდინონ რეაგირება კონკრეტულ ფაქტებზე და იყოს აღკვეთილი ყველა პროცესი, რომელიც დესტაბილიზაციისკენ არის მიმართული" - აღნიშნა ზურაბიშვილმა.    

 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი