''სანამ ბოლომდე არ მივიყვან ამ საქმეს ვერ წამაქცევენ'' - ზაზა სარალიძე

11 ნოემბერი 2018, 00:00 1893 ნახვა

რამდენიმე წუთის წინ რუსთაველის გამზირზე დაბრუნდა ზაზა სარალიძე, რომელმაც ინგროყვას კლინიკა დატოვა. ხორავას ქუჩაზე მოკლული დათო სარალიძის მამა ამბობს, რომ სიმართლის დასადგენად ბოლომდე იბრძოლებს. 

მისივე თქმით, ის პარლამენტის წინ დარჩება და ლოკაციის შეცვლას არ აპირებს. 

''ამათ ჯინაზე ფეხზე ვიდგები. სანამ ბოლომდე არ მივიყვან ამ საქმეს ვერ წამაქცევენ. გადაწყვეტილი აქვთ ჩემი და ჩემი ოჯახის განადგურება. ეს არის ბოლო შანსი, რომ მე და ჩემი ოჯახი გაანადგურონ, რათა ხმა ვერ გამოიღოს ვერავინ. იმედი მაქვს ქართველი ხალხის. ჩვენ კიდევაც რომ გაგვანადგურონ, ეს ხალხი მაინც მიიყვანს ჩემი შვილის საქმეს ბოლომდე. ვიბრძოლებ სანამ სიმართლე არ დადგინდება. ხალხი, როგორც კი შემცირდება ესენი მოვლენ და კარვებს დაშლიან. იცოდეთ ვერ შეგვაშინებენ. ლოკაციის შეცვლას არ ვაპირებ.  ერთი წელია ხელისუფლებას ვეხვეწები ჩემი შვილის მკვლელები პასუხისგებაში მისცენ, ამას არ აკეთებენ. ვისაც სწყურია სამართალმა იზეიმოს დავდგეთ ერთად, რომ ხვალ არ იყოთ თქვენ შემდეგი'' - თქვა აქციაზე დაბრუნებულმა ზაზა სარალიძემ

შვილმოკლული მამა აცხადებს, რომ ნაძვის ხე მას არაფერს უშლის და შეუძლია მის აწყობაში დაეხმაროს კიდეც. 

პარლამენტის შენობასთან ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე კარვების დადგმის გამო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა.

მოგვიანებით ზაზა სარალიძე შეუძლოდ გახდა. ის სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანა.

მანამდე კი მედიკოსების დახმარება სარალიძის დედას დასჭირდა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი