პაატა დავითაიას გამოხმაურება

10 ნოემბერი 2018, 00:00 1408 ნახვა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ომზე, რომელიც პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე 2008 წელს გაკეთდა, დღეს პაატა დავითაია გამოეხმაურა. გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი ამბობს, რომ კონტექსტი დამახინჯებულია, დამონტაჟებულია ის მონაკვეთიც, რომელიც მის პრივატულ საუბარს ასახავს ჟურნალისტთან.

პაატა დავითაია, რომელიც აგვისტოს ომის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისიის ყოფილი თავმჯდომარეა აცხადებს, რომ ვიდეო საჯაროა, სადაც საუბარი შეეხება  ცხინვალის ტერიტორიაზე მოქმედებას, რაც კომისიის დასკვნაშიც არის აღწერილი: ცხინვალში ქართული ჯარი შევიდა რადგან შემოდიოდა რუსული ჯარი.  პაატა დავითაია აღნიშნავს,რომ მაშინდელი ხელისუფლების პოლიტიკას ის არ ეთანხმებოდა, თუმცა ეს არ არის ინტერვიუ, ეს იყო ჟურნალისტთან პრივატული საუბარი.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი