საქართველოს ნაკრები   იტალიასთან  დამარცხდა

10 ნოემბერი 2018, 00:00 1432 ნახვა

28-17 ფლორენციაში, არტემიო ფრანკის სახელობის სტადიონზე, იტალია-საქართველოს სარაგბო ნაკრებების შეხვედრა დასრუდლა. თამაში თანაბარი ბრძოლით დაიწყო და ასევე გაგრძელდა. ანგარიში იტალიელებმა ჯარიმით გახსნეს, თუმცა ამას ქართველებმა ლელოთი უპასუხეს და პირველი ტაიმის შუაწელში 7-3 იგებდნენ. ამის შემდეგ იტალიელებმა გადაწყობა მოახერხეს და პირველ შესვენებამდე ორი ლელოს დადება მოასწრეს – 18-7.

ამას საქართველოს ნაკრების შემადგენლობიდან მოთამაშის 10 წუთით გაძევება მოჰყვა და ჩვენმა გუნდმა ტაიმი რიცხობრივ უმცირესობაში დაასრულა. მეორე ტაიმში იტალიელებმა კიდევ ორჯერ დაალელოვეს საქართველო, ჩვენმა გუნდმა კი ერთი ჯარიმის გატანა მოახერხა და ანგარიში 28-10 გახდა. მატჩის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე კი ჩვენს გუნდს ერთი ტექნიკური ლელო ჩაეთვალა და საბოლოოდ მატჩი იტალიელთა გამარჯვებით დასრულდა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი