„ლარი გამყარებას გააგრძელებს, მისი მერყეობა აბსოლუტურად სპეკულაციური იყო“ ასე შეაფასა ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულ ინტერვენცია საქართველოს ფინანსთა მინისტრმა. ივანე მაჭაარიანის თქმით ახლა წინასაარჩევნო პერიოდია და კურსის დევალვაცია პრობლემის სახით არის წარმოჩენილი.
მინისტრის განცხადებით, კურსის ბოლოდროინდელი მერყეობა სპეკულაციური იყო. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით კი განხორციელებული ინტერვენციის, მიზანი სავალუტო რეზერვების შევსებაა. კობა გვენეტაძის თქმით საქართველოში მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმია, რომელსაც მოკლევადიან პერიოდში მერყეობა ახასიათებს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღეს ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 2.7146 ლარია. გუშინ კი კურსი – 2.7505 ლარი იყო.