12 წლის გოგონას სექსუალური შევიწროვების გამო დაკავებული 55 წლამდე კაცის სასამართლო პროცესი სავარაუდოდ, დღეს ან ხვალ გაიმართება. გამოძიება 141-ე არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედების მუხლით მიმდინარეობს.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა არასრულწლოვნის სექსუალური შევიწროება ავტობუსში სცადა, ფაქტს თანაკლასელები და უცხო პირები შეესწრნენ. გოგონას დედა ამბობს, რომ დაკავებულმა მის შვილზე მეორედ იძალადა.