ბათუმში კვების ობიექტიდან სეიფი მოიპარეს

10 ნოემბერი 2018, 00:00 3582 ნახვა

ბათუმში, სანაპირო ზოლში მდებარე ერთ-ერთი კვების ობიექტი დღეს დილით, დაახლოებით 05:00 საათზე გაქურდეს. 

დაცვის თანამშრომელი აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ყვება, რომ ნიღბიანი პირი შენობის შიდა პერიმეტრზე შენიშნა. ასევე დაინახა, რომ დაზიანებული იყო ადმინისტრაციის სამუშაო ოთახის საკეტი.

მისივე თქმით, 30 წლამდე მამაკაცი ტერიტორიიდან სეიფის გატანას ცდილობდა. დაცვის თანამშრომელმა პოლიცია გამოიძახა.

შემთხვევიდან რამდენიმე წუთში პირი მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.იგი ამ დროისთვის საგამოძიებო უწყებაშია გადაყვანილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქურდობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177 -ე მუხლით მიმდინარეობს.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში