2007 8 ნოემბრის მოვლენების ამსახველი კადრები აჩვენეს დღეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. სიმბოლურად იმ სასწავლებელში სადაც 11 წლის წინ სტუდენტებსა და ლექტორ-მასწავლებლებს სპეცრაზმელები გაუსწორდნენ. ახალგაზრდები თბილისში განვითარებულ მოვლენებს გმობდნენ, გეგმავდნენ აქციას, თუმცა ამის საშუალება მათ აღარ მიეცათ.