საქართველოს პრემიერ მინისტრს, მთავრობის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებმა ჰკითხეს, რატომ აღარ ჩანდა მმართველი გუნდის მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი?
მამუკა ბახტაძემ თქვა, რომ სალომე ზურაბიშვილს წინასაარჩევნოდ ძალიან ინტენსიური გრაფიკი აქვს და ობიექტურად გაშუქების შემთხვევაში ამას ყველა დაინახავს.
''ქალბატონ სალომეს აქვს თავისი წინასაარჩევნო შეხვედრების გრაფიკი. ბუნებრივია თუ მისი კამპანიის გაშუქება ობიექტურად მოხდება, ყველა დაინახავს თუ რამდენად ინტენსიურია ეს კამპანია.''
''ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს'' მხარდაჭერილი კანდიდატი რამდენიმე დღეა მედიასთან არ გამოჩენილა.
ჟურნალისტებმა სალომე ზურაბიშვილი ბოლოს პარტიის ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ ჩაწერეს.