დაკავებულია პირი, რომელმაც სარფში სასტუმროდან ტელევიზორები მოიპარა - შსს

08 ნოემბერი 2018, 00:00 2483 ნახვა

სამართალდამცველებმა დააკავეს მოქალაქე, რომელმაც სარფში მდებარე ერთ-ერთი სასტუმროდან ტელევიზორები, მოქალაქის კუთვნილი ავტომანქანიდან კი მაგნიტოფონი და მეხსიერების ბარათი მოიპარა,  რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

შემთხვევა ოქტომბერში მოხდა. ქურდობის ფაქტიდან რამდენიმე დღეში ბრალდებული ზუგდიდში დააკავეს. ნაპოვნია ნაქურდალი ნივთებიც, რომელიც პოლიციამ ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

შინაგან საქმეთა სამინსიტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

''შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1978 წელს დაბადებული ზ.მ., ქურდობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. გამოძიება ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს'' - წერია განცხადებაში. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი